ფემინურ ლოგოსში შევცურე ღამით ~ დავნაცრე ეგო
შხამივით მწარე სინამდვილე შემასვა ზეცამ, გადმოვიწურე ნაჟურივით ქვრივი კალთები. ტევრებში ღამით გადმომხედა სიტყვებმა ლექსად ~ სამგლოვიარო სამოვარიდან დავისხი ჩაი... ყვავილის ნექტარს გადმომწურავს ბუტკოდან სხვივი, მზის გარდატეხა ოქრისფერ შუქთა ~ ლანდების დევნა... ტყეების ჩრდილში ამოვკერე მინდვრების ჯიბე და უსულდგმულოდ დაჩოქილი მივედი ღმერთთან... მქონდა თხოვნები ~ იმედები არნახული, ტანს არტახები აკვნებიდან იგლეჯდნენ თავებს, ვაკე- ველები მობიბინე შირმების სუნით, ქრიზანთემათა კალთებს ცვარად შემკულს ირეცხდნენ~ იკრეფდნენ თავებს... ვნახე ქალღმერთი, ოქროსფერი შუქურა თმები, თითქოს თივა და აზვინული კერტები ციდან, შიშმა შემიპყრო და ღამესთან გავბედე წოლა, უნაგირო ცხენს შევჯექი რომ არ შეიტყოს... ვნახე,დალი და მისი სატრფო რჩეული ვაჟი, არტახებს ვნების კეკლუცობდა და თრიაქს ღამით აბოლებდა ტევრებში ხეებს... მახსოვს ის ღამე თეთრად ვათენე,თან მქონდა ხატი, სახისმეტყველი ოცნებათა ცივი რიჟრაჟის... ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი