ორიგამის ჩიტი


***
ვერ გადაგარჩენ,
წვიმა თავისას იზამს,
ჩარეცხავს დარდებს...
აღარ მოვდივარ შენს სარკმელთან.
მკლავს ამის ცქერა ~ 
თუ როგორ კვდები.
არა ხარ ჩემთან ~
შენი ხმა დამდევს
ცის მგზავრი ხარ~
ცისფერი ჩიტი.
-ნუ გალურჯდები...
-ნუ მეტყვი:
,,ვეღარ გნახავ"...
ქაღალდის ტყვიებს ვატან ქარს,
ქაღალდის თოფით...
ორიგამებს წვიმა ასველებს...
შენამდე ქაღალდის სურნელი მოდის...
ვერ გადაგარჩენ
წვიმა თავისას იზამს
ჩარეცხავს ლანდებს...
თავს მოიკლავ ქაღალდის თოფით...
ქაღალდის ტყვიით~ 
ეჰ,ეს სიყვარული
მელნის ტბორში~ 
მოსაღამოვდა და იჩეკება 
ქაღალდის  ბუდეში 
ორიგამის ჩიტი...


ჟანა ანანიძე 
2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
თემურ თავაძეფილოსოფიის მაგისტრანტი3 დღის წინ

ძაან კარგია🤎 ღრმა სევდით გადალეწილი სამყაროს ოხშივარად ამსუნთქული.
ძააან მიყვარს თქვენი პოეზია.

ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" 3 დღის წინ

♡ 🩵💙💚💛

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი