დილის ლოცვა
არავის ვებრძვი, განსაკუთრებით - ადამიანებს... იქ,სადაც ღმერთი უნდა იყოს მართლაც არ არის... ვიტყოდი სიტყვას,თავს დავხრიდი... -დავაგვიანე; დაგვიანებით ლოცვის კოცონში დავწვი - უღირსი ფლიდი ... არა,არ მინდა თვალის ღარებს დაეტყოთ ცრემლი, ყველა დუმილი ჩემი სულის ნაწილებს მაგლეჯს. იქ,სადაც უნდა იყოს ჩვენს შორის ხიდი; ვერაფერს ვხედავ - მხოლოდ სიტყვის პატარა ნაგლეჯს... ოქროს ძეწკვების,შარავან'დედით დაჩვარულ მკერდზე, მჯიღის ოდენა სამშობლო დამდევს... დამდევს ქარივით, გაუტანელ ფიქრთა ზმანება, ვით მემრუშე ქმრების დატყვევებულ ცოლების სახე. 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი