ღრუბლების მომთვინიერებელი
ღრუბლების მომთვინიერებელი წუხელ,ჩემი ქალიშვილი ღრუბლების მოთვინიერებას მთხოვდა. მას ჯერ კიდევ სჯერა ღრუბლებიდან მომდინარე კანფეტების წვიმის... ღრუბლებს შორის თეთრ კურდღლებს და სხვადახვა სახეებს ვხედავ. ისინი ყოველ ჯერზე მარტოსულობას მიქარწყლებენ და ჩემი სულის ხელყუთში წვებიან, როცა ბინდდება... მაშინებს ჯავახიშვილის თეთრი კურდღელი და სარწეველა სკამი... და მაინც, ქეროლის თეთრი კურდღლის ერთგული ვარ. ჩემი თავის შეცნობისკენ არსებულ სოროში ვძვრები... კანფეტების წვიმას კი, თავად ვაწვიმებ, ისევე როგორც დედაჩემი... შევდივარ მარკეტში და ვყიდულობ სხვადახვა ნუგბარს, მერე ჰაერში ვისვრი... არ მინდა სიმართლე ვუთხრა საკუთარ შვილს: ღრუბლის მოთვინიერება კი არა - საერთოდ არაფერი არ ვიცი ამ ქვეყნად... და ეს ქვეყანაც ერთი ბუტაფორული ქალაქია ზღვაში... ჩემი ფიზიკური არსებობა, ჩემი შვილის დამსახურებაა... მაშინებს ჯავახიშვილის თეთრი კურდღელი და სარწეველა სკამი... და მაინც,ცაში ვისვრი ფერად კანფეტებს... ვთვალთმაქცობ,ვიცი... 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი