მშობელი მიწის ანფასში სურო
მშობელი მიწის ანფასში სურო სპორტული ტრავმა თუ მიიღე, ცოტა შეისვენე. სადმე დადექი - თუ სადავოა დგომის საკითხი?! რა გაოგნებს?! ცირკის მიმდებარე ტერიტორია, თუ თავად მასხარას როლი... წითელი ცხვირი არავის აჩვენო, იფიქრებენ რომ სურდო შეგეყარა. არადა ოცნება გაქვს შეყრილი, არაფერი შველის... უყურებ მშობელ მიწის ანფასს და მოდებულ ყავისფერ სუროს... დიდთურქობას თუ გაუძელი, ჩემო ქვეყანა, ახლა რაღა გჭირს?! დიდრუსობა იქამდე გაგრძელდება სანამ, მკაცრი გუმბათი ერთმორწმუნეთა არ ჩაიშლება... ფარისევლობა ქრისტიანობაში თუ გერევა, აი,მანდ ედება სურო შენს პერსონიფიკაციას... აპოლიტიკურობა და ათეისტობა სინამდვილეს ვერ მოგწყვეტს, ხუჭე თვალები, რეალობას ვერ გააქრობ, ვერ სიკეთეს იპოვი... მეტსაც გეტყვი, ციხეში ჯდომა ასეთი მარტივი არასდროს ყოფილა. თუ კარგი მწერალი ხარ, აუცილებლად ჩაგვსვამენ იქეთ რუსი მოსამართლე დაგდებს ბრალს ქართულის არცოდნაში, თითქოს, მშობლიური ენა არ იყოს. თავად კი,მოძაღლო ქალია- სკამის პატრონი, ხანდახან გეგონება ეს სკამი ტუალეტში დააქვს, ერთ დღესაც ხომ ჩაირეცხება... პირველადი დახმარება სამშობლოს ვერ გავუწიეთ და შენ რას გაგიწევთ. ტრავმული ფეხით ვეღარ ითამაშებ, ან თავს მოიკლავ - (ვინმე აუცილებლად დაგიწერს წერილს) მემატიანე არაფრად ვარგა - ზებრებს ასხამს ხოტბას (ხელოვნება ცოცხალია და გადარჩება), ამიტომ მოვირგეთ ეს როლი ახლა ხელოვანებმა! ამდენი ქირქილი, ახლა რომ დაგვდევს მკვდარი ლეშივით, ნაცი'ხარ სვავებს არ ახსოვთ, თუ სლავებს... ცოტა შეისვენე,სადმე დადექი თუ სადავოა დგომის საკითხი?! რა გაოგნებს?! ცირკის მიმდებარე ტერიტორია, თუ თავად მასხარას როლი... 15 აგვისტო, 2025
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი