რაც თავი მახსოვს


რაც თავი მახსოვს 
(მეცამეტე წელს)

რამდენი ქალამანი გაცვითა მიწამ?
მიწა,რომელიც ერთ დროს მაჭმევდა 
ახლა უჭირისუფლო საფლავივით ამოთხრილია და დასტირის ჩიტებს - 
ფრთამოტეხილებს და ზოგჯერ ფხიზლებს
ჟონგლიორივით ისვრიან ნიღბებს 
თითქოს ცამეტი 
მარადისობას ჰგავდეს -
დრაკონის აქერცილ კანზე 
ოქროს საწმისის პატრონს 
შვილები უწყლოდ ეხოცება
ხაოიან ენას კი ცეცხლივით ანთებს...
ანათემა გახუნებული სიმართლის ნაცვლად თავის თავს აცვამს 
მინიატურულ ჯვრებზე,
მინიმალიზმი- ეკრანის მომცრო პრიზმაში ატევს მეორე განზომილებას,
სილუეტები ელექტრონულ ბალახთა 
სასთულმებს უმელოდიო სიმღერის მსგავსად უმღერის,აბალახებს 
და მიერეკება ჩუმად უფსკრულში 
და ზედ ასვენებს საფლავის ლოდებს...
განუწყვეტლივ ისმის სიყრუე ძვლებში,
ფერთა სიწმინდე - სიბნელის შიგნით 
მოსჩანს გვირაბი უსასრულო 
მარადიული ნათელით,
რომელიც ჩვენმა მშობლებმა ვერ გამოშიგნეს,
ვერ იქმნა ნათელი სულის 
თავისქალათა ძვლებში...
ჩვენ რა ვქენით ან რას ჩავიდენთ
ჩემს დროშას გაეცრიცა ჯვრები - 
მინიატურული მოქალაქე ვდგავარ პროტესტის შუაგულში და ვფიქრობ 
რა შეუძლია პატარა ადამიანს
დიდ ძალასთან...
თუ კი სამშობლო სიტყვებად ცვდება - 
რატომ ვერ ძღება შვილების ჭამით ბოროტი მამა?!...
2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი