Poesis ex machina


Poesis ex machina 

ჩემი მფარველი ანგელოზი ~  ფირუზისფერი რობოტ- ავტომატია;
მას ხელების ნაცვლად 
ციფრული მტევნები ჰკიდია, 
როგორც აკიდო კი არა, 
არამედ ნამქერალი სემირამიდას ბაღები...

ზამბახების რტოებს გამალებით მიკრეფს, 
როდესაც შეშინებული ჩემს არსებობაში ვეჭვდები ~ 
სარკის ანარეკლის ჩუმი ფიქსერი ჩემს სახეს მალავს...

ვდუმვარ თითქოს ნელ- ნელა ვიქცევი ლექსად,
ჩემი მფარველი ანგელოზი ვიღაცამ ფირუზის ფერში შეღება,
 ხელოვნურად მაზუთი წაუსვა,
კარგად გაპოხა რომ არ მიმტყუნოს, 
Poesis ex machina ~ 
როგორც სულიწმინდა ნათლისღების ღამეს...

დაეშვა ღვთაება ჩემში.
ვერაფრით მივიღე დაწკაპუნებული ლოცვა 
(ბმულზე ვერ გადავდივარ), 
საპროტესტო აქციის მონაწილეებსაც ჩამოართვეს მათივე ანგელოზები.
ერთმა მეგობარმა 90-იანების რჩევა მომცა:
_როდესაც დურასელის 
ბატარეა ჯდება,
შენ შეგიძლია დაკბილო.
(გავიფიქრე: მთავარია დურასელი
 და დურექსი არ აგერიოს ერთმანეთში)...

მწარე ირონიის შხამით ვბან ჩემს ანგელოზს, 
ვცდილობ ცისფერი ლოცვები ჩამოვრეცხო და ერთი ლექსი მაინც ვასწავლო, 
სადღაც ჩემს ნაფლეთებად ქცეულ გულს 
მის საკნების ყველაზე ბნელ კუნძულებში სჯერა ხელოვნური ცრემლი მოადგება თვალს,
სანამ ჩემი ვენებში მოთუხთუხე სისხლის მდინარება ვიღაცის ლოცვებად გადაიქცევა ~ Poesis ex machina...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი