მექანიკური ჩიტი


მექანიკური ჩიტი 

როგორი მძლავრი სურვილია ~ 
ბუტაფორულ მეში შეცურვა,
დაიღლები და პარადოქსები წვიმს შენი საშენი მასალიდან...

მოგბეზრდება ხორციელება,
რამდენიმე გრამი სული,
თუ საჰაერო ბუშტივით ამოიზარდება
სასულეში გაჩხერილი 
არაპოეტური მაკულატურა...

მოინდომებ შენც მოგმართონ და მექანიკური ფრთები აქნიო,
(საოპერო არიის სასრულ ხმაში)
აფრენილი ფრთებიდან ჭანჭიკები გცვიოდეს...

მოინდომებ შიგნეულობა ბაროკოს სტილში ამოგივსონ, 
ან შეგიდუღონ მყუდრო ბუნაგი,
სადმე ცხოველივით დაიდო ბინა...

ოღონდ სასულეში გაჩხერილ სინამდვილეს თვალი არ გაუსწორო და არ ამოთქვა,
წყალი დააყოლე იქნებ გადავიდეს საყლაპავ მილში...

იქ,სიტყვები,
არავინ იცის როგორ მომწიფდება,
პლაცენტის სითხეში ორსული სევდა,
კოლკოსკოპით შეათვალიერე,
იქნებ ქვეყნას არ აქვს ახლა კისრის ნაოჭი,
იქნებ აბორტია საჭირო,
ვინ იმშობიარებს ნაკლოვან შვილს...

დაჯდები ლურჯ ავტობუსში, იფიქრებ რამდენი თერაპია დასჭირდება,
წერა-კითხვა რომ დაისწავლოს...
იქნებ მისგან მომღერალი გამოვიდეს, ან მოცეკვავე, ან ფეხბურთელი...
იქნებ და იქნებ...
ოდესღაც შეძლოს საუბარი,
(თუ მექანიკური ნაყოფის წვენში ათასი პათოლოგიური სიამტკბილობა ჩაუწვეთეს...)

წვეთოვანზე ყოფნა და ვენის პეპლები,
ბეზრდება ნაყოფს...
დაღლილი შეგთხოვს: 
,,რატომ გამაჩინე ხორციელი,
ხომ შეგეძლო მუცელი მოგეშალა 
და ჩემს ნაცვლად მექანიკური ჩიტი შეგექმნა,
ან რამდენიმე ლექსი დაგეწერა,
ისეთი სადღეგრძელოში წასაკითხი...
ვერ ხედავ საზეპირო სიყვარულით გიყვარვარ,
ვერ ხედავ ნანობ რომ გავჩნდი...
მომმართე, ერთხელ მაინც მომმართე, დედა...
ბაგაში რას გამაჩინე ~
ამდენი სინდრომით...
ბზის რტოებში დაგემარხე, დედა...
რატომ ვერ თქვი 
წილხვედრობაზე უარი?...."

ვიქნები მექანიკური ჩიტი და გჯეროდეთ,
ეს ლექსი მართლა სამშობლოზეა,
სულს ღაფავს ~ 
იჟანგება მოსამართი ჩიტივით, 
ვგრძნობ ელემენტები დიდი ხსნის წინ დაუჯდა...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი