Lacrimosa
Lacrimosa თანდათან ვშორდები შოშიების დამფრთხალ გულისკარს, რკინა-ბეტონი ხდება სახლი ~ უღმერთო ცებით. უღრუბლო მხარე, ნასეტყვარი ძახილის ექო, დაკეცილ ქაღალდზე მოჩანს მტვრისფერი გზები უთოვლელ წარსულს, სიყვარული გადახდის საბანს, პირს მოჰბანს დალეწილ ნეკნებს ~ მომავლის სიტყვა, შთანთქავს ყველაფერს, რაც არის ყალბი და ცივ სამარეს მიაბარებს ფრთებსა და ნიღაბს აღარაფრის აღარ მჯერა, ფრესკები ჩემში ჩუმად მიდი-მოდიან სიჩუმეს დაუფლებული გიზგიზებს ალი, კვდება სიშორე, სიჩუმეში ლულავს პირის ღარს, და სწყდება ცრემლი დაჟანგებულ ~ ნაღმერთალ ცას
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი