ბახმანის ტბაში


ბახმანის ტბაში  
(გაუცხოების ფილოსოფია)

სიზმრის არსში ჩაქცეულ
მელნის ტბასთან,
ბახმანის მალინისფერ მელნების დენა -
თითქოს სისხლია უეცარი სონეტი ქარში...

ვერსად ვერ ნახავ სიამეთა ფიქრების ჯარებს,
ფურცლის ნაგლეჯზე ნაომარი სვეტების გულებს,
ზოგიც გაგლეჯილ დროშათა და სუვერენიტეტს,
ვის დაეჯერა ჯართა კრთობა 
ჯადოთა წესი,
ვერაფრით დაწერ, ვერაფრით წაშლი...

 კაპარჭის გადმოტყორცნით განგმირულ გულში,
გველის პერანგის ნაქსოვ ბადეს გავისვრი წყალში,
ამოვაყოლებ დამხრჩვალ თევზებს ხან კიდევ ქვირითს,
ბახმანის სანდლის ქუსლისოდენა 
ტკივილებს ვიმტვრევ,
ჩემს სულისმიერ ზღვის საწნახელში...

ეს სააქაო დარბაზები ჩემთვის არ არის,
არც მინდა იყოს, რაც კი რამ აგეს დროებით ნიშას,
როცა ფიქრები დარაზავენ ჯურღმულებს მალვით,
მჯერა სერაფიმები მომცემენ ნიშანს და ნიშნულებში ამოვლამბავ ჩემს კვართივით სხეულს...

მარჯნის კერტებზე ქალღმერთები ქალაქს იშენენ,
იმ ქალაქებში ცხოვრების მავთულხლართებს აბამენ სხვები,
მე კიდევ მჯერა, იმის ,რაც კი არ სჯერა არვის 
ყველა ოცნება შევინახე, ბებიის სხვენში - 
დაწნულ კალთებში ამოკრეფილ ხეხილის ბაღში,
რთველი მოიწა,
მოიწამლა დროება ახლა...

სერაფიმები მაძლევენ ნიშანს...
არ მჯერა,არა...
სიკვდილი კი ხელახლა მბადებს...
აღარ მაშინებს დახშული ზღვის ნიჟარის ხმები...
განმარტოება გამახსენებს მართლა ვინა ვარ...
გჯეროდეს შენი...

შენ ხარ ის,რაც არ მეორდება...
მხოლოდ ისარკავ,კაპარჭიდან აწყვეტილ ისარს...

2025

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი