თამაში
თ ა მ ა შ ი სანამ წესებს ვისწავლიდი, მანამ სიცოცხლე ამომეწურა. რომელი ფრთოსანი რაში შენ ხარ, მესერებს რომ გადაუფრინო და ისე შეძლო ფინიშამდე მისვლა. პეგასის ცხენიც გიღალატებს, ანდაც ~ ტურინის ატირდება. როცა შენი სუსტი მკლავებიდან გულამდე დამარცხება გზას გაივლის. ვინმე ჯაგლაგი ცხენის ნალების ხმა შეგაწუხებს, ქარის წისქვილზე დასხმული წყალი წვიმის წვეთებს დაატრიალებს, ისიც წვიმას გაჰყვება, რითიც დამარცხება იგემე. ვის ეტყვი მადლობას განსაცდელი რომ მოგივლინა. ამით ხომ ღრუბლებთან ახვედი და ცაში ჩაიხედე, იქაურ ფთილებს იმქვეყნიური ცხენი ცოხნიდა, არადა, წარმოსახვით დახატულ ნეირონულ ცისარტყელას ფერები მოჰპარე, შინშილა ციდან ტყუილების გარდა არაფერი გამოგატანეს. ახოვანი კაცი კი არა, არამედ ფერადი კენტავრის ფემინური სილუეტი ხარ, ისრებს გულიდან იღებ და უმისამართოდ ისვრი, როცა დრო და ისრები გეწურება ერთ ხესთან მიდიხარ, როგორც მშიერი მგზავრი, იქნებ გისმინოს კატალპამ და თავისი ტოტი მოგცეს ~ საისრე; გულმა დაბანაკება არ იცის, მხოლოდ სინდისის გვაბანაკი აცვია, დგას, როგორც კენტავრი ლურჯი კრესტამბელით და ფრთოსან რაშებს ეჭიმება, მე კიდევ სანამ წესები ვისწავლე, მანამ მოვკვდი გახუნებული ცისარტყელას აფრენილ გზებზე მოშრიალე ფირუზის ღმერთად. აბა, სად მქონდა წასასვლელი, ცაში რომ ჩავიხედე იქ, მხოლოდ სარკე იყო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი