პ ი ნ ბ ო ლ ი
სიმძიმით დაღლილი ორი თეთრი მკლავი, კი არა, არამედ შეშის ნაფოტებით დაკაწრული იდაყვები მახსოვს, თუმცა ბურთის გადასარჩენად მაინც მაღლა ვწევდი. იმ ბურთისთვის, რომელიც ვერც ერთხელ ვერ მოვიგე, როგორც ვერცერთი ადამიანის გული. შელახულ ხელებს, ისევე ვმალავდი როგორც ქაოსს ჩემში... საკუთარ თავს წინასწარ ვუწესებდი სხვადასხვა საზღვრებს, მეგონა მათი ატანა შემეძლო, გამუდმებით გამოვდიოდი კომფორტის ზონიდან. ახალ-ახალ ზონებს ვქმნიდი, საკუთარი ხელით თმას ძირზე ვიჭრიდი და კლასში ვჯდებოდი... ხანდახან მინდა ისევ იმ კლასში ვიჯდე, მოკლე თმითა და ცალ- ცალი კეტებით, ჩემს სიმარტოვეში ვინმე მოვიდეს და მითხრას: ,,მეც მქონდა მსგავსი ტკივილი, მაგრამ გავძლიერდი" ... პინბოლის თამაშით დაღლილ თითებს, ოდნავ შევასვენებდი, მაგრამ ბურთი, ხელები, თვალები და თმა ისევ ისე გადარჩენის გარდამავლობის ახალ ზონებს გახსნიდა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი