სიყვარულო


ვერაფერი ვერ გიშველე,
ხელში ჩამაკვდი,
(მტევნის გულზე)
როგორც თოვლის ფთილა ფიფქები 
დროდადრო კვდება...

მომიკვდი ისე, როგორც 
სიზმრად ნანახი,ნანატრი შვილი,
მაგრამ მკვდარი გიმშობიარე.
სიყვარულო, არაფერია ისეთი ცივი,
როგორც ლურჯი სხეული 
და ნაცნობი მდნარი 
ფანტელების პანტომიმა...

სიყვარულო,
მახსოვს მიყვარდა, 
ახლაც მიყვარს,
სულ მეყვარება...

ეს არის სიმშვიდის დასასრული,
სადაც წარსულს, მომავალს და აწმყოს სამებასავით ვკრავ ~ 
ერთხელ ჩვენს შორის
მკვდარმა ღმერთმა გაიარა...

3 თებერვალი, 2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი