***
* * * ვინ გამაღვიძა ამ ცხოვრების სისხამ დილას? რა ძვირად მიჯდება - გახელილი თვალები, გაღებული პირი, გაშლილი ხელები... ვხატე ადამიანი, უსასრულო გამომყვა ჩრდილი. სულამდე რომ მივედი - შევჩერდი. საუბრობდა პოეზია სულის ენაზე... საუბრობდა უთქმელობა ლექსით... ფხიზლად მეძინა მთელი ცხოვრება. ამ ცხოვრების სისხამ დილას, ვინ გამაღვიძა? სულთან მისული ვიყავი, მელანმა რომ დამახრჩო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი