უსათაურო
ფურცლის კიდე გადავკეცე - უდროობა. სანიშნით ვუთხარი ამბებს - ნახვამდის. ხმა აღარ ისმის, ახლა ნელდება ტკენები. მდორეა სითხე ჩემი სხეულის. ლურჯი ჩიტების ფრთები მაცვია, როგორც ფესვები, ამოდის კრთება მზე თითქოს ვერძი - თეთრი ფთილები ჩაცმული ლექსად ... ასხივებს ფაიფურის თეთრ მდუმარებას. ღამეა მწველი, თენდება ცასთან იისფერი გლიცინიას რტოებზე სევდა. მასში ჩანს ყვითელი ველი, ვინმე დრუიდის ხელის გული - იშლება უსასრულო სივრცე. კვდება სიშორე, მწვანე ტყემლებში თეთრი კაბები აცვიათ ხეებს... სად არის სასრული წამის? სადა ვართ ახლა ჩვენ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი