ერთ პოეტს ვიცნობდი
ერთ პოეტს ვიცნობდი, ლექსები ცვიოდა ბაგიდან, ხელები ხილული მარმარილო, თვალები გაშლილი ყვავილები, გარესამყარო ფერადი ყუთი, გავხსენი თუ არა უეცრად მელანი გადმოედინა ჭრილობებიდან... მან ბევრი რამ მარწმუნა, ჩემი ნაწილები ვიპოვე მასში, რომლებიც ააყვავილა ... გუშინ მესიზმრა ის პოეტი, მახსოვს ტიროდა... ცრემლებს ყვავილებად თვალებიდან ვუკრეფდი.... ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი