მთვარეს ჩაუცვამს ღამე კუნაპეტი


მთვარეს ჩაუცვამს ღამე კუნაპეტი, 
ნახშირის თვალებით გეძებდი იმ ღამეს, 
ვეძებდი იმ ღამეს , 
ვეძებდი შენს სახეს, 
ტაძრად ბუბასტისს
მთრთოლვარე ხელებით ..

ენკენისთვე
კარზე მოგვადგაო , 
მე კი არ მესმოდა ურვის ჟრიამული 
დამპალი ფოთლებზე კარზე მოგვახმაო
მე კი არ მესმოდა ურვის ჟრიამული..

გული გამალების ტრფობის ტორფნარია,
უკან დაბრუნების რაღა მოგახსენო 
ახალს ვერ იპოვი, უკვე მომხდარია
ღამემ ეულობის მოთქმა დამათენოს..

მთვარემ გადაიცვა ღამე კუნაპეტი
ქვიშისფერ დროსთან მდგარი ვარ ეული
მყარი ვარ ქვასავით ლანდი ვარ ფსიქეას,
მერცხლების ბუდეებს ნაწილებს მომპარი..
ლანდებს ვედევნები, გულით დაქუფრულით
ფიქრების უსანთლო ჭრაქეას ლამპარი...

ომგავლილი მიწის სურნელი ხარ ,
ტაძრად ბუბასტისს ურვით, ხეტიალით
ნაცარტუტად სევდა დამქცევია
რეტდასხმული , რეაქციახნული 
შენი მონასტრების გემო დამრჩენია...

მშიერი სულიდან შენს სახელს ვგებულობ,
შმაგად გამიხდა ჩემი სურვილები
ხორცს კანს მახმება წონაში ვკლებულობ,
ძვლებზე მომედება ჩალის ყვავილები.

მთვარეს გადაუცვამს ღამე კუნაპეტი, 
ნახშირის თვალებით გეძებდი იმ ღამეს, 
ვეძებდი იმ ღამეს , ვეძებდი შენს სახეს, ცისფერი მტევნებით სენაკ მატრიქსეს.
21.09
20
 ორშაბათი ღამის სიგიჟე :) 
ჟ.ა
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი