ჰერმაფროდიტი ლექსი


ცხოვრება,
სულმთლად გულმავიწყი  
ფიქრის გარსია.
მარტოდ დარჩენილს 
ვერ გავუგე ვერაფრით ,,ჩარჩოს".
რა, როგორ ხდება, ვინ უფრო გრძნობს, 
ვინ ვეღარ იბრძვის, 
ვერ დავიზუთხე ამ ცხოვრების ვერსიფიკაცია.

ლუწი ფირუზი, 
მზის მტევნებზე მალებს მიზომავს, 
სამყარო მისთვის ხეიბარი, 
კოჭლივით მიდის.
მე როგორ ვხედავ ჩემს ნათითურს -
ვუკრავ სიტარას, 
ჰერმაფროდიტი ლექსებივით 
ვმალავ გზებს ბითურს...

ბევრ მასკარადზე ცდილობს 
თამაშს ურცხვი მავანი, 
ზოგჯერ მათ ნაცვლად 
შევრცხვენილვარ და მიფიქრია:
- იქნებ წარსულის მომავლამდე ლუწი ციფრები, 
ილუზიაა და სინათლის გზები მავალი. 

ჰოდა, 
ცხოვრება გულმავიწყი 
ფიქრის  ფარსია, 
უგზოუკვლოდ მოარული 
ფურცლის მიჯნაზე.
ვიღაც იტყვის : - პოეტი ვარ.
ამით მშვიდდება.
მე  პოეზიამ დამანარცხა
წყეულ მიწაზე.

2026

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი