ერთმანეთს დავშორდით
რა ხანია ერთმანეთს უფროდაუფრო ვშორდებით. სიმაღლიდან ვარდნას მიწაზე ვსწავლობთ. სიყვარულს - ჭიქა ღვინოში. უფსკრულებს გამოვივლით, ყვავილებს ვეკედლებით. თამაში მაინც ვერ ვისწავლეთ, წესები გაუცხოვდა. არადა, უტოპიური სიმძიმით ვშორდებით. ჩვენს შორის ყვარყვარე ხიდებს აშენებს. ჯაყო ფხიზლად მიჰყვება ურემს. ყველაში მძინარე პოეტია. ყველაში მძინარე ტკივილია. ყველაში მძინარე უცხოვდება. ზოგსაც ეღვიძება, მაშინ, როცა ვშორდებით. ისტორიას ვინღა დაწერს? სად გაქრა წალკოტი? ოდესმე იყო ოქროს ხანა? რითი გადაგვარდა წარსულის სიძველე? როგორ იცვალა ფერი? არადა, ყველაში პოეტია, ზოგჯერ სულ ცოტა... ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, ჩვენ ერთმანეთი აღარ გვეკუთვნის. ჩვენ აღარ ვართ ერთად... დარჩა - სკამები, საზურგე და სითბო...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი