შავ ტიტაში


ვინ გაპატიებს ღიმილიან დილის მონაკვეთებს ~
აპრილის სოკოთა სიხარულის სისავსეს თვალებში...

არც კი იციან, შენს გულში რამდენმა 
შაშვმა მილულა თვალი,
რამდენი ცისთვალა
ჩაგიჭკნა სულში,
რამდენ ფასკუნჯის ცრემლში
აბანავე შავი ბუმბულები
და ღეროები.

თავად რამდენი სიმწარე შესვი ~
ისე, რომ არავისთვის გიწილადებია...

ტკივილის პედესტალზე,
სიცოცხლეში ამოფენილ
ყვავილად ამოიზარდე...

აღარ არსებობს, შაშვის ბუმბულები 
და ცისთვალები ~
ცის თაღზე გადაშლილ ათასფურცელა 
შავ ტიტაში ფხიზლობ...

ახლა სხვისთვის ხარ გზამკვლევი. ნაკვალევზე არსებულ მინიშნებებს ამკვეთრებ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი