შავი თოვლი


შენ კი გგონია რომ მე ვარ - თოკი, 
რაზეც სიჩუმის სხედან ჩიტები,
სულის საზღაურს ვერ მოკლავ თოფით
წლებმა გამართეს პანაშვიდები...

თუ ჩემი სული უცხო კუბოა, 
ზღვები კი თვალთან მშრალი თევზები,
სხარტალებს კანის ურცხვი შეხებით 
ქარს მიაქვს წლები შემოქმედების.

იქნებ ის თოკი, რაზეც სიჩუმე გაჰკიდეს ზღვების წითელი ლენტით
გლოვობს დამარხულ უსახურ ვნებას,
ცა რჩება მარტო, როგორც ფრაგმენტი.

ეს არსებობა შავი თოვლია, 
ბზარიან კედელს ჰკიდია სარკე, 
ზოგჯერ კი გულში გაგიხარია ვარდები, რომლებიც უმიწოდ დარგე.  

შენ კი გგონია რომ მე ვარ თოკი, 
იქნებ გამიწყდა ნერვების ძაფი, 
ის ყვავილები უმიწოდ მყოფი 
თვალებს მიბინდავს ზღვის 
------_______--------___________---------
მ შ რ ა ლ ი  ქ ა ფ ი ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი