ქვის მზე
ორად იყოფა წყალი და თევზები ქვირითებს დაყრიან, ვეღარ გავიგე რა გზიდან, რისთვის მოვედი ამ ქვეყნად. რომელმა ბადემ ჩამყლაპა, და რომელ ანკესს გავები როგორი ვარ და რას ვხედავ, თვალებში მიჩანს ნავები... ორად გაყოფილ ლერწმებში დავკარგე შენი სახელი, ჩემო ქვეყანა, სადა ხარ? ქვის მზეში გიკრთის ნათელი. რამ დააბნელა გარემო, რისთვის გაყინეს სინათლე, კვლავ ჯოჯოხეთის ანთება გახრჩობს,სულს ღაფავ პირამდე. შენ ჩემო ცაო, რას ხედავ? რა მოსჩანს შენი სივრციდან? ნუთუ ხმელეთის ანთება გადმოგვდო მიწამ სიღრმიდან. მე ვერ ვგებულობ სადა ვარ, და წყალი როდის გაიყო? იქნებ მუცელში მეძინა იქ სიბნელემაც გამიგო... შენი ფირუზის მტევნები ვაზები ირგვლივ მეხვია, მე სხვა სამშობლო სადა მაქვს სხვა მიწა არ გამიცვნია... ორად გაიყო წყალი და, ორად გაიყო სიმართლე, მე ვრჩები შენს ძველ მიწაზე და ვფიქრობ სხვას რას ვინატრებ?!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი