VIVERE


ყველაფერი ცოცხალია.
პროცესიდან გაყინვამდე, 
დნობიდან პროცესამდე.
არ იკარგება სინამდვილე ტყუილში, ან პირიქით. 
და როცა საზოგადოება მიდის პროგრესამდე, 
მისია წყდება ახალი ბილიკით.
გადამისამართება ხდება ცნობიერის მოქმედებამდე.
თუ ხელისგულზე სამყარო გაიშალა, 
თვალებში კი სიცოცხლის დასტური გაჩნდა - 
ფოტოფირები ცრემლში ჩაიღვენთა, 
ვისთვის არის ყველაფერი გაყინული? 
მე ბავშვის ხელებით ვეხები ყვავილებს, 
ბავშვის თვალებით ვსწავლობ სამყაროს, 
ბავშვის გულით ვიყვარებ გარეშემომყოფებს. 
ბავშვივით ენას ვიდგამ 
და არცერთ ცრუ სიტყვას არ ვპატიობ მავანს.
სიმართლეა ჩემი ლოგოსი, 
საერთო სურათიდან გადმოქარგული.
არ მყოფნის ხატოვანება 
რომ გადმოვღვარო, 
არ მყოფნის კალამი 
რომ დავწერო - 
თავად ვარ მელნისფერ ტბაში მოცურავე გედი, 
მე ვმღერი, მე მაინც ვმღერი
ჩემი სიცოცხლე სიკვდილია მარადიული სასუფევლით - ვყვირი,ვცოცხლობ და ვწერ...
იყინება, დნება და ლღვება ფოტოფირები - 
მე თვალებს ვიფშვნეტ და ვფიქრობ, 
ამ სიგიჟეში კიდევ რამდენ ხანს გავძლებ?!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი