თემსაკვეთი
ალგორითმი ჩემსავით ფიქრობს. ხანდახან მასწრებს და შთაგონებას ფიქრიდან ითრევს. ვინ იცის რა ფერია ახლა გარემო, გაზაფხულია და ბალახის სიმწვანე წაიშალა. თენდება ბარში, ვიღაც კაცები ცეკვავენ, სვამენ... ვიღაც ქალები, კაბის კალთებს ატანენ დარდებს... ვეძებ ძველ ლექსებს, ძველ სიმღერებს და ძველ მეგობრებს. ძველი წიგნები ციფრული და უსუნო გახდა. ადამიანი რჩება მარტო. პოსტათეიზმის - დალეწილი ღმერთის ირიბი რქოვანა ლიბრივით აკრავს აწმყოს მდინარებას. ალგორითმია შენი ფიქრი, ბმულზე გადახვალ- მეზობლის ეზო - თავდაყირა რჩება ფრაგმენტი. სახლის კედლები - უხილავი ,,confirm" ან ,,delete"... I'm thinking now... - "confusion " Algorithmic confusion alerts my mind... თემსაკვეთის ქვეშ ვხედავ სურათებს, გაფორმებულ აფირმაციას: Think if you want to live forever... - #die_delete -#live_ confirm... ალგორითმი ჩემსავით ფიქრობს. ხანდახან მასწრებს და შთაგონებას ფიქრიდან ითრევს. ეკრანი ქრება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი