წყენის ელეგია
ახლა სხვაგვარი დარდები ვიცი, წყენა შემომხვდა ვიწრო ბაღებში, აშრიალებულ ბუჩქნარის იქით ტანი შრიალებს, როგორც ალვები. ნამტვრევი გზები, ის ბილიკები, უენო წარსულს რომ ელანდება, მოტმასნილ სხეულს ფიქრებით დახშულს როგორც ზღვის წყალი ცრემლივით შესვამს... სუყველა სიმშრალე, რაც გამოწურეს ნამდვილი, წმინდა ფიქრის ზღვებიდან, დარჩა სტროფები აღფრთოვანების ან სიჩუმათის აღზევებიდან... ისევ კედლები, როგორც ბაღები, უწინ რომ ტრფობით მწვავდა მთელავდა, ახლად ამოსულ ზამბახის კვირტში ვსახლდები ბაღში სულის პოეტად...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი