U t e r o


ოცდაშვიდი წლის ვიყავი, 
როდესაც შენგან განშორებას 
გვერდი ავუარე. 
გადარჩა ორი თვალივით დახვეული, 
კვანძოვანი ხიდები.
შავი ცისტები მიკრული ენდოტრიუმს.
ცოცხალი მღვიმე ხარ, 
ბავშვობიდან ვიღვრები შინდისფრად, 
მაგრამ 
სიცოცხლეს ვატარებ, 
ვუძლებ არსებობას
რომელიც ჩემში 
პათოლოგიურად მღვრიეა...
მისგან მხოლოდ ერთი,
მზესავით მანათობელი სიცოცხლე გადმოიქცა 
აკრილივით მყარი, 
რომელიც კარგად უნდა გააშრო
და მიაფიცხო სხივებს
სხვაგვარად ვერ შეძლებ შეიგრძნო თუ რა იმალება მასში...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი