ექსპრომტი ნაფოტებზე
თუ მარტო რჩები და პირჯვარს იწერ - მზე ქრება ჰორიზონტზე. მთვარეს ცქერა ბეზრდება, ცისკენ მინავლულ მზერას ზღვის წყალს ატან. ფუჭია სიხარული, რომელიც თევზის ქვირითებში გაიზარდა. ყველანი წავლენ, როგორც წყლები და ქვიშის სინამდვილეს უჰაერობა შთანთქავს. მე, ცეცხლივით მედება საკუთარი პირლიბრი, ჭოროხის ნაპირს გამორიყული ნაფოტები ლექსებს წერენ და ტივად კრავენ. საკუთარ წყალში ვიხარშები და ვწვები წყალზე, ლექსებისგან შეკერილ ტივზე ზედმეტ ზედსართავებს დინებას ვატან...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი