პენელოპე შავი წყლის აკვარიუმში


დიდხანს მოგიწია წყალხმელეთა 
არსებად ყოფნა.
დაიღლებოდი და შეიყუჟებოდი საკუთარ აკვარიუმში 
ხმელეთიდან ამომსკდარი 
ტკენებით:
ხერხემლის მალებზე სიკვდილი დაგივლიდა...

არც გიორჭოფია 
(არც ერთხელ); 
ხელოვნური სუნთქვის ნაცვლად ზღვის ქარი გიბერავდა, 
უსარგებლო ნივთებს საბარათე ოპერაციებით იხდიდი.
გრცხვენოდა ვინმეს გაიგო 
შენი აკვარიუმის შესახებ...

ერთ დღეს, მოგიწია 
შენი საცხოვრისის მიტოვება, 
ალაგმვა ყოველგვარი თბილის, 
ხელთ შენივე მხრები შემოგრჩა და უხერხემლო ცხოველივით მოეხვიე, 
არ გქონდა ჯავშანი
მხოლოდ ჯაფით გარქოვანებული ზურგი და აქა-იქ სოციალური თილისმები...

საკვოიაჟის მეორე ჯიბეში 
გადატენე ვაი შესწავლილი საგნები და 
ფუტლიარი გიტარა, 
სიმები თმებივით წყდებოდა,
რადგან სიმღერა აღარ შეგეძლო...

კომუფლიაჟი ხელები კი დაკავებული, 
ჩემოდნით არა,
არამედ შენივე მხრებივით გეკიდა...
თითქოს ზურგზე მოგდებული მძიმე სხეული, 
დასნეულებული ხორციელება და სირცხვილი  უფრო მეტად  დამძიმებული სულის, 
წყლის ფსკერზე ლოდი ~ 
ალმასის სუტრაზე აშენებული 
კათარზისი და ლპობა...

ასე გავხდი ნახევარგანაკვეთიანი 
წყლის ბინადარი, 
თითქოს და მკვდარი, 
უსულო სხეულის შიგნით ამოვსებული იმედგაცრუება 
და სასოწარკვეთა, 
ჩემი აკვარიუმის კარკასი საკუთარი ოცნებების საშენი მასალით ავაგე და იმდენი ვწერე წყალიც გაშავდა...

როცა მოვიდა დრო დამესრულებინა ჩემი
თითქოს და ათასწლოვანი აპრილის თვიდან ახლანდელ დღემდე მოყოლებული პერიოდი
თუ პოეტიკა~
დავსძენ:
(ბურუსით არის აღსავსე) 
გავტეხე ჩემი აკვარიუმი და ნამსხვრევებზე ფეხის გულები დამესერა...

- ახლა სად წავიდე, ახლა როგორ გავაგრძელო ცხოვრება? 
( ვიმეორებდი ჩემთვის და თითქოს ჩემში არსებული სოციალური თილისმები ავგაროზებად იქცეოდნენ) 

ვხვდებოდი ეს ნამსხვრევები, 
ჩემივე გამონაგონი იმედები და მოლოდინები იყო...

მე  ~ წყალხმელეთა ადამიანმა 
ყველაფერი ხელოვნებად ვაქციე...

ჰო, პროზას ვწერ პოეზიად
(როგორც ანტიკურ ხანაში,
ის ოდისევსის მოგზაურობა და პენელოპე ერთდროულად ვარ)

სიმღერა არც ახლა შემიძლია, 
რადგან დავტოვე ჩემი შავი წყლის აკვარიუმი...


პენელოპე შავი წყლის აკვარიუმში

დიდხანს მოგიწია წყალხმელეთა 
არსებად ყოფნა.
დაიღლებოდი და შეიყუჟებოდი საკუთარ აკვარიუმში 
ხმელეთიდან ამომსკდარი 
ტკენებით:
ხერხემლის მალებზე სიკვდილი დაგივლიდა...

არც გიორჭოფია 
(არც ერთხელ); 
ხელოვნური სუნთქვის ნაცვლად ზღვის ქარი გიბერავდა, 
უსარგებლო ნივთებს საბარათე ოპერაციებით იხდიდი.
გრცხვენოდა ვინმეს გაიგო 
შენი აკვარიუმის შესახებ...

ერთ დღეს, მოგიწია 
შენი საცხოვრისის მიტოვება, 
ალაგმვა ყოველგვარი თბილის, 
ხელთ შენივე მხრები შემოგრჩა და უხერხემლო ცხოველივით მოეხვიე, 
არ გქონდა ჯავშანი
მხოლოდ ჯაფით გარქოვანებული ზურგი,
აქა-იქ სოციალური თილისმები...

საკვოიაჟის მეორე ჯიბეში 
გადატენე ვაი შესწავლილი საგნები 
და გიტარის ფუტლიარი,
სიმები თმებივით წყდებოდა,
რადგან სიმღერა აღარ შეგეძლო...

კომუფლიაჟი ხელები კი დაკავებული, 
ჩემოდნით არა,
არამედ შენივე მხრებივით გეკიდა...
თითქოს ზურგზე მოგდებული მძიმე სხეული, 
დასნეულებული ხორციელება და სირცხვილი  უფრო მეტად  დამძიმებული სულის, 
წყლის ფსკერზე ლოდი ~ 
ალმასის სუტრაზე აშენებული 
კათარზისი და ლპობა...

ასე გავხდი ნახევარგანაკვეთიანი 
წყლის ბინადარი, 
თითქოს და მკვდარი, 
უსულო სხეულის შიგნით ამოვსებული იმედგაცრუება და სასოწარკვეთა, 
ჩემი აკვარიუმის კარკასი საკუთარი ოცნებების საშენი მასალით ავაგე 
და იმდენი ვწერე წყალიც გაშავდა...

როცა მოვიდა დრო დამესრულებინა ჩემი
თითქოს და ათასწლოვანი აპრილის თვიდან ახლანდელ დღემდე მოყოლებული პერიოდიკა თუ პოეტიკა ~
დავსძენ:
(ბურუსით არის აღსავსე) 
გავტეხე ჩემი აკვარიუმი და ნამსხვრევებზე ფეხის გულები დამესერა...

- ახლა სად წავიდე, ახლა როგორ გავაგრძელო ცხოვრება? 
( ვიმეორებდი ჩემთვის და თითქოს ჩემში არსებული სოციალური თილისმები ავგაროზებად იქცეოდნენ) 

ვხვდებოდი ეს ნამსხვრევები, 
ჩემივე გამონაგონი იმედები 
და მოლოდინები იყო...

მე  ~ წყალხმელეთა ადამიანმა 
ყველაფერი ხელოვნებად ვაქციე...

ჰო, პროზას ვწერ პოეზიად
(როგორც ანტიკურ ხანაში,
ის ოდისევსის მოგზაურობა 
და პენელოპე ერთდროულად ვარ)

არც ახლა შემიძლია სიმღერა, 
რადგან დავტოვე ჩემი შავი წყლის აკვარიუმი...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი