უზამთრო ჩიტების სერია
თუ რაღაც შენში კვდება, ახლის დაბადება გარდაუვალია. ვინ გადაუხვევს სახვევებს კიდურებზე ფრთებდაჭრილ ჩიტებს, რომლებიც ზამთარმაც ვერ გაყინა... ,,კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდა" რით ვერ მორჩა ღმერთი ამდენ სიცილს? პასუხებისთვის სიცოცხლის ფურცლებში უნდა ვიქექოთ. გზად იშლება არსებული სიბრძნე. ნაგვის ურნაში ნაპოვნი გამხმარი პური. სველი ხელსახოცივით დალაქავებული სხეული, სადღაც შორს რეკვიზიტების ცვენაა... გამოღადრულ ყელსა და ალუბლების სისხლს შორის... მომცრო ეკრანზე სიმულაცია ცეკვავს, თეფშზე კი წყალი, მასში ყოფითობა ტივტივებს. რატომ იცინი ღმერთო ამდენს? ჩვენ ბჭობაც აღარ შეგვიძლია. ორად გაყოფილ წყალში თიხას ვზელ... ეს წყალი ჩვენი ცრემლებია. ჰაერი კი ხმა, რომლიც გამოძახილშიც ეპოქა ქრება... ჩიტებს ფრთები დააჭრეს, მომეცი სახვევები ბარტყებისთვის... მომეცი ახალი ჯვარცმა... მასწავლე, როგორ წარმოვთქვა: ,,ელი, ელი..."! მასწავლე გამძლეობა... მასწავლე სიცილი ღმერთო... მამალმა სამასჯერ იყივლა, სამასჯერ გავეცით სიმართლე, მაგრამ მაინც სიცხეში დნება ახალი ჯვარცმა - ჩემ დედაპლატას ტვინი გადაეწვა...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი