ობსესია
ამოვიკვიატე ერთი კედელი. შევაყარე ცერცვი, ჩვეულად დაცვივდა… შევღებე ეს კედელი. მხოლოდ ბზარები დაიფარა. როცა შტორმი დაიწყო, გამოხეთქა კედელმა და წყლით დავიფარე. ამოვიღე გული და ბზარების ამოვსებას შევუდექი… დროდადრო ისევ ამოტყდა. ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვუპოვე ამ კედელს. ცივ ამინდებში უფრო და უფრო ცივდებოდა და ტყდებოდა… სიმღერა ვცადე, მაგრამ ვერ გავაგონე,რა… ჩემი ხმა ექოდ მიბრუნდებოდა… გავხედე ნაპრალში… სიცარიელე და ობსესია ეწერათ მის წინ აღმართულ კედლებს… ცარიელ საგულეს წყალი ჩადგომოდა მასში ცისფერი ჩიტი ტიროდა და თავისი ცრემლების გუბეებში ბანაობდა… კედელი იდგა თავისთვის- მე ჩემთვის - გაბზარული და უტყვი… უმისამართო წერილში, თურმე საკუთარ თავს ვწერდი, ვღებავდი და დავტიროდი…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი