ლურჯი ლარვა


ზღვის ფსკერზე დაგუბებულ წყენებთან ვყვინთავ, 
ვუშვებ სიყვარულს ამალთეას რძეს რომ ასქელებს,
ფილმი, რომელიც წააგავს სიზმარს
ფირებში იმალება შავ-თეთრ კადრებად.
პეპლის ფრთებზე იკითხება ახალი 
არსი, 
რომლის წიაღში სხვა უდრეკი სიცოცხლე დაშრა
ხოლო,სული ,როცა დატოვებს სხეულს, 
მოვარაყებულ სინთეზურ ხმაში
შემოაცლის იმ ხორცს, 
ერთ დროს, რომ დააბიჯებდა მძიმე ქარებად;
კვლავ კოპლებზე იხატება წარსულის კვდომა,
აღარ იქნება, ვერდაბრუნება,
რაც უწინ იყო, 
უსინათლო ლარვას სრიალა კანზე
იწერება ამომსჯდარი სიცოცხლის ნიშა;
ნეტავ ვინ იცის: 
სად დაიწყო ან სად ბრუნდება?!
-ოდესღაც გადახდილი ძველი სახადი, 
უსწორმასწორო  ჭუპრებთან 
ერთად, ახალ მიწაზე 
იბადება მოლურჯო მზერა, 
უწინ რომ მოკვდა ან 
არც არასდროს ყოფილა ძველი… 
კუთხე,
ფიქსერი,
დატოლება,
აწმყოში ცურვა…
მხოლოდ გონება- მოწმე -
განზომილების კუთხის სიხშირის….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი