მარტოობის კონსტანტა


მარტოობის კონსტანტა

სიჩუმისგან გახევებული მეამიტი მარტოობის კონსტანტაში დაცურავს სიცრუის ლიტურგია….
საპნის ქაფიან თეთრ აბლაბუდას 
ჩალის სახურავი ახურავს.
წვიმა ასველებს 
ცვრიანი თვალებიდან
წვეთების ცვენას…
ფიქრი ტყეა, უღრანი კაკლის ხეების მელნისფერი სინათლე, 
ლურჯდება და იგვირგვინებს მუხლმოდრეკილი 
კერიის წინ…
თავს ხრიან სულთამომფენნი 
ემთხვევიან იკონიკას… 
იქვე სულის ხბორები დაკლულნი 
კაუჭებზე წამოგებულ მსგეფსის
კვირეულს ცისარტყელასკენ მიაცურებენ… 
მიწა სისხლია, შესქელებული კონსისტენცია, 
თავზე გვახურავს ნაგლეჯები - კოდექსის…
ვზივარ ქვის ცათამბჯენთან, მიწას 
ვუსხამ სისხლის უკანასკნელ წვეთებს, 
მინდა ვძერწო ქვიან ცათამბჯენზე - 
მომლოდინე ქარი მოელის სიცოცხლის გაღიმებას - 
დანგრეულ ქვიან გახევებაში 
შემკრთალი თმენა… 
მანგრევს ხეების ჯირკებზე 
ნაშენი ქალაქების 
ქვისფერი ხორცები…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი