ცვლილებების კონსტანტა


ჩემით არაფერი შემიცვლია,
რადგან არაფერია უცვლელი, 
ყველაფერი თავისით იცვლება…
მუდმივად ინთება ჩამქრალი ღვთაება 
ჩემს შინაგან კოსმოსში, 
რახან ქაოსი თან მდევს, 
მისი მდევარიცა ვარ და მერანიც …
ველოლიავები იმ სანთელს, 
რომელიც ქარს ჩაქრობამდე ესარჩლება..
არასდროს მდომებია, ,,მერანი” დამეწერა, 
ნერვების მორჩებმა შემოქმედებითად თავიდანვე იყივლეს, 
სამჯერ გაცემამდე ~ გავერიდე… 
როგორი ბასრია ბედისწერა 
როცა პეტრე ხარ ან იუდა… 
როდესაც არცერთი სახე, რომელიც შენს პიროვნებას ეცვა, 
კი არ ამოირჩიე, არამედ 
დრომ გიკარნახა.
არის სახეები, რომლებსაც ირჩევ…
უამრავი ადამიანი გეტყვის:
,, გახდი შენი თავის საუკეთესო ვერსია” ~ 
მეც მჯეროდა, ოდესღაც გავხდებოდი უკეთესი, 
მაგრამ ამისთვის არაფრის მოკვეთა დამჭირდა, 
მხოლოდ მარტო ყოფნა და ფიქრი…
საკუთარი თავის უკიდურესი დაცინვიდან, 
უკიდურეს მიღებამდე…
არის რაღაცები, რაც ზუსტად იცი ~ 
შენით არაფერი რომ არ შეგიცვლია, 
ისეთი სახე გქონდა, 
შენმა პიროვნებამ კი არ მოირგო, 
არამედ წაშალა… 
არჩევანი ყოველთვის არსებობს… 
გააჩნია, გაცემამდე თუ შეიცვლი სახეს, 
სინდისის ძაფზე მოარული რომ არ ჩავარდე 
გულისა და გონების მარადიულ ომში…
ჩემში არაფერი შემიცვლია, 
არანაირ ვერსიას არ ვეძებ, 
არც ვქმნი… 
არის სახეები, რომლებიც შენი ნების საწინააღმდეგოდ მოგარგეს… 
ცვლილებების კონსტანტას ცისარტყელას უძირო აღმართის ასვლელად ~
იუდა უსახელო ხიდან რომ ჩამოგეხსნა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი