ორფეოსი
იმედგაცრუება ~ ხახვის ნარჩენი გამოხრულ კბილში, ჩინოვნიკის პიკაკზე ჩამობერტყილი მტვრის ფასი ადევს კულტურას… ყოველთვის ასე იყო და ასე იქნება, მარადიული წრებრუნვისგან გულის რევას, თვალებზე ლიბრივით ვიცვამ… ვაქცინა აღარ არსებობს, რომელიც ხელოვნურად შემაჩვევს ~ სიკვდილის იმიტირებულ ვერსიებს, მოდით, ვუთვალოთ რითმები სხვების კამათლებსა და საერთო სტატიკური სიბრიყვე ამოვიკითხოთ ყალბ ბზინვარებაში; ცრემლიც გამიშრა, ურნებში ამოქექილი ნაგვის სიმძაფრეში მიკვდება სამშობლო, რომლის გული ოქროს საწმისით შემოსილი სინამდვილე იყო… და ახლა, და ახლა… არაფერია ქაოსის გულში ვდგავარ და ცრემლიც კი შემაშრა… ვეღარ ვტირი, აღარ შემიძლია… გავიქეცი და მობრუნებაც აღარ მინდა, უკან ნუღარ იყურები, უკან ნუღარ იყურები… შენი სატრფო სხვისი ხარჭა გამხდარა… გაამეძავეს… დაჯექი და იცინე შენი უხეირობა… აბა, ტირილის თავიც აღარ გაქვს ~ ორფეოს…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
1 კომენტარი
!!!