სადღა


სადღა მაქვს ყვირილის თავი, 
ჩემი ხმა ზოგჯერ მყუდრო ბუნაგში იმალება…
ყავარჯნებზე ვაყენებ და ძალას ვატან ბგერების გავლით რამე რომ თქვას ~ 
ცრუ სილამაზეს რომ არ შევწირო…
რამდენი ფუჭი მიუსავლეთი გადაიარა, 
რამდენ გულწრფელობას უკრა თავი, 
იმდენჯერ სიტყვა ბანზე დაუგდეს…

სადღა მაქვს ხმის ამოღების თავი, 
ყეფა შევწყვიტე. ჩემი არც ყოფილა…
ახლა სიჩუმეს შევსახლდით 
მე და მდუმარება…
ჩუმ-ჩუმად ვღეჭავ ცარიელ ფურცლებს, 
სადღაც მიუსავლეთში, 
აბა, სადღა მაქვს ყვირილის თავი…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ერეშ ქიგალიpoeti6 წუთის წინ

ახლა სიჩუმეს შევსახლდით ?xom ar ajobebda ბერწ სიჩუმეში,დიდ სიჩუმეში,მწირ სიჩუმეში...და ასე შემდეგ რადგან აშკარაა ,მარცვლის გამო რომ სიჩუმეს მიეკარით შენც და მდუმარებაც....თვალშისაცემად

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი