კვლავ ტიფონები ძღებიან ადამიანთა კერძებით


კვლავ ტიფონები ძღებიან
          ადამიანთა კერძებით....

( 2020. 9 ოქტომბერი)
ჟ.ა 

    ^^^^^^^
სხეული ყინვის მორევი
ურყევი , როგორც ქვის ლოდი 
ზღვისფერ მედუზას თვალები 
ქვისშესავსები გამოდის..

ურცხვად მიაპობს მედუზა
ტრამალებს
ფორთხვით აივლის,
ოღონდ საწადელს მიეკვროს
ცაზე ვარსკვლავთ თმას ჩაიწნის..

წინ აღმართულან რიფები, 
სვეტები ,ობელისკები
ტევრებში სიღრმეს ჩაჰკიდეს თავები ოფელიების...

ბაკქი ქალები ქვეშაგებს
აფლეთენ ქორფა ყვავილებს ,
ასე ილესენ კლდეებზე
საკაწრებს დასაკრძალისებს..

დაეწაფება მედუზა თვალებში 
ცრემლი გაუტყდა, 
მის ცისფერი სახეს ნაკაწრად ღაწვის ნამტვრევის ქვიშად ფშვნა უნდა...

მდინარე სტინქსის ნაპირად სახეს იგლეჯდა მედეა,
ცრემლით დაფლეთილ საბელზე
"სირცხვილს" ირეცხდა თებეას..

სიჩუმე ხმაში იბუდებს 
აღარ ისმსხვრევა კერპები,
კვლავ ტიფონები ძღებიან 
ადამიანთა კერძებით...

ხმაში ტკივილი შემეტყო 
ყინულის ლოდად გაქვავდი,
გარდაცვლილი ვარ ცხოვრებით 
და ილუზიით დავნაყრდი...

მისტიკურ ვარდებს დავეძებ 
ახლებს ქორფებს და წადილებს
ტიფონი ლოცვას დაიწყებს
გველებს დავაჭრი ნადირებს.. 

აირეკლება დანაზე დანაეს 
თმების სიყვითრე,
უთქმელი ლოცვას დავიწყებ 
და სიკვდილამდე ვიფხიზლებ! 

...

^^^^^^
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი