ამგვარად ვცხოვრობ…


მეტისმეტად პოეტურად ვცხოვრობ, 
რადგან თავისუფალი ვარ…
ჩემი თავისუფლება მწყურვალე კაცის ადამიანური აღმაფრენაა,
რომელმაც ღმერთი კი არ გამოიგონა, 
არამედ იპოვა… 

თუ საკუთარ თავს ოდნავ მაინც მიწაზე დაუშვებ, 
მაშინ შეიძლება შენი რეალური სიმაღლე გამოჩნდეს…
იქამდე ~ ილუზიებია, 
ნაკიანი თვეების ოთწლედი მოლოდინებით…
ვინც ილუზიებს გიმსხვრევს, 
ის გეზიზღება, 
მაგრამ მე მიყვარს,
რადგანაც პოეტურად ვცხოვრობ…

სულ არ მანაღვლებს ალკოჰოლი, 
თრიაქი და სტანდარტული სიგიჟე…
საკუთარი ცხოვრებით ვცხოვრობ
და ჩემში ბავშვს რეალურ ცხოვრებაშიც 
კარგი სამეგობრო წრე ჰყავს
(ადრე გამონაგონი ღრუბლების სადაფებში ეძებდა);

ღრუბლები გავფანტე და რამდენიმე დატეხილი სტრიქონი დავწერე… 
რას ვიზამ?! 
პოეტი ვარ და პოეტურად ვცხოვრობ, 
რადგან თავისუფალი ვარ 
და ვოცნებობ ყველამ იგრძნოს 
ამ თავისუფლების გემო…

ჩემს ფიქრებში გულში ნაპოვნი ღმერთი ჩემთან ერთად ლოცულობს, 
იცის ~ ნამდვილი ვარ და იმიტომაც პოეტურად ვცხოვრობ ~ 
არა სხვისი, არამედ ჩემი ცხოვრებით…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი