სატირი არ ტირის,სატირა მღერის…
არავინ გკითხავს თუ გაქვს ცხოვრების სურვილი… გაუთავებლად გიწევს იბრძოლო და თან ყველა მარცხს ბასრ თვალებში უყურო… აღმაშენებლის კუთხეში სატირი დგას და მღერის… ვინ გამოაქცია მყუდრო ბუნაგიდან ის პატარა მხეცი, რომელიც ერთ დროს მომცრო ქმნილება იყო, იმდენად უსუსური, სადღაც ზეცის კიდობანში ცხოვრობდა… მერე ცა გადმოიქცა და ორმაგ მუდმივობაში ~ პროფანულ სიმღერებს დაეწაფა და შეუმდგარი ცხოვრება გააგრძელა… სად პოულობს მარტოსულობა ადგილს? ხეების ჯარში? არ ვიცი, ხეებსაც თავიანთი ცრემლები აქვთ და ტირილის განრიგი… ამოწურავენ სევდას და მოვარაყდებიან ოქრას ფერებში… რა ქნას ადამიანმა? როგორ იტიროს? ყველგან სიძლიერეს გთხოვენ, სად დაიმალოს? როცა თავისუფლება ამ მატრიცაში არ არსებობს… ვჭამ ილუზიას და ვსვამ თვითგადარჩენას… თვითმკვლელობა ვერ გავბედე… და ვინმემ მკითხა ~ მინდოდა თუ არა ცხოვრება… ვერ იტირა პატარა სატირმა. დგას ქუჩის კუთხეში და გაუთავებლად მღერის… სატირი არ ტირის, სატირა მღერის…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი