იცეკვე საკუთარ ფერფლში
მოდით, ვიცეკვოთ საკუთარ ფერფლში, ტყუილი იქნება, ვინმე დარჩენილიყო ისეთი ნაცრად არ ექცია ცხოვრებას, არ დასამარებულიყო წუხულით, შიგნეულობა არ ამოწვოდა, წყენას თვალები ცრემლით არ ამოევსო, სიყვარულით თვალები არ დაევსო, ისეთი არავინ მეგულება საკუთარი ტყავის არ შერცხვენოდა. უტიფრად მატყუარავ, მოდი, ერთად ვეცეკვოთ საკუთარ დემონებს, გამონაგონ ეშმაკებსა და ალქაჯების ფერხულში ჩავებათ. იმ ცეცხლის ირგვლივ, ჩვენ რომ დაგვნაცრა. ეს ჟღერადობა და ტკაცანი უდრტვინველად გადმოსცა ჩვენს სულს - ამოშანთული ხელახლა დაბადება. მოდი, ცეკვა მსურს ცეცხლის გარშემო ნაცრად რომ მაქცია, ალებს მინდა თვალი გავუსწორო ჩემი სულის აღელვება მსურს, დაწერა მსურს მინდა ვიცოდე: _რა მჭირს, _რა მიჭირს, _რა მაწუხებს. ტკივილის ენა სიცოცხლის სიყვარულია, რაზეც დავიარებით და იარებს ვადარებთ ერთმანეთს, პატარა სასწორზე ვწონით, ოღონდ ვიცოდეთ: _ვის უფრო ტკივა, _ვის უფრო უჭირს. ნუ ზარმაცობ, გამოიცეკვე შენი ტკივილი, გამოიგლოვე შენი ჯაფა, გამოიხსენი შენი სული, გამოსტაცე შავ აზრებს, გამოდი და იცეკვე, შენივე ფერფლში, გამოიტირე შენი წარსული, აათამაშე პატარა ფრთები, მიდი, ნუ შიშობ! იცეკვე საკუთარ ფერფლში წვიმის და მიწის აზელით ხელახლა დაიბადე გამოწვი თიხა ცეცხლთან ცეკვისას, შენც ეცეკვე ცეცხლს,ფერფლს,მიწას... ოღონდ მოდი, იცეკვე, ნუ შეგაშინებს არცოდნა, ბუნებამ იცის როდის მოიდრიკო ფრთები ფერფლში ცეკვისას...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი