ხილვა
ვისაც უნდა ვეხილე, ვერ მიხილა. იშვიათად ვხვდები საკუთარ თავს, რადგან მაშინებს… ორ ნახევარსფეროს მოტივებში, ქაოსი და კოსმოსი ხვდებიან ერთმანეთს, მათი მორჩილება შევძელი. ორივეგან მეფეცა ვარ და დედოფალიც… ერთხელ გავტეხე თვითგადარჩენის მყარი ნაჭუჭი; ერთხელაც ვერ დამადუმა რკინის კარებმა; ვერც გესლიანმა ენებმა ჩამიკლეს ჩემში ხელმწიფება; ვისაც უნდა ვეხილე, ვერ მიხილა. რადგან იშვიათად ვხვდები საკუთარ თავს, იგი მაშინებს, მაგრამ მეუფებას მასზე არ ვწყვეტ…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი