გადაწვა
წყალს ამოვაყოლებ ქვირითებს… ამოდენა სიღრმეში რითი ჩავყვინთე, რამდენი წელი ვჩეკე სასოება? ხის კენწეროში მჯდარ შაშვებს რამდენი საკენკი დავუყარე… შორს იყვნენ და ვერ შეძლეს მოსვლა. მერე მიწა და ყინვა ლურჯი ბიბლიოთებების შუკუმებში ჩაიკარგნენ ~ მე კი მყინვარების შემყურემ მინდა გამოვრთო სამყარო, სიზმარი და გონება… სადმე შორს მინდა გახიზვნა… სადმე იქნება წითელი ღილაკი თეთრი ,,იქსით” ~ გამიშვით აქედან… სიმშვიდე მწყურია…
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი