ფაიფურის ციცქნა ფეხები


სხეულში რომ დაგიძვრება წუხილი, 

მთის ფერდობებს ეხიზნები დროებით, 

საუბარს მირჩევნია დუმილი 

შენთან არ ვარ,  ვდგავარ მე

       ------------  მოშორებით ...

დაშინებულ ფიქრებს შორით მივრეკავ, 

აღარ მესმის შრიალი პეპლების,

დახოცილან საბრალონი უეცრად 

და გაყინულ გვამებს ვკოცნე კოპლები...

წვიმის წვეთებს აღარ სურთ ტირილი, 

სისუსტეა ამის გამომჟღავნება 

ფაიფურის ჩემი ციცქნა ფეხები 

დამსხვრეულან, არსად მიეჩქარებათ.

ახლა სულში დამიძვრება წუხილი, 

ცაზე სისხლისფერი მთვარეა, 

როგორც იცის გაავდრებულ ამინდში 

გულცივი და უთენელი ღამეა ...

 ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი