ეოსი


კვარცისფერ ნისლებად

ასტერის კაბას იხდის ეოსი,

მზის სხივები უკოცნის თვალებს, 

თმას მოსდებია ალები ჰელიოსის,

ქალწულს, მზის ამბორები გადაესერა,

ირგვლივ გაილაჟვარდა ცამ,

ვარსკვლავთ კაბა სეტყვის ღრუბლებმა

 შემოუძარცვეს, ფიქრებით მიეცა ზღვას...

ვარდფეროვნდება წყლის ზედაპირი,

 იასამნისფერ ხაზზე ადევს უშვილო დედის 

სევდისფერი მხიარულება-ბეღურას გულით,

დამდნარი თოვლი შეზელილი

 მდინარის ნაკადს, 

წყლისფერი განსხეულებით...

კოსმიურ სარტყელს

 ჩამოებერტყა კომეტის მტვერი,

მეხუთე სახლი  სახელოვნებო...

ამწვანებული მდელო, სანაქებო

 მინამული ყვავილები, 

ჯერ კიდევ მძინარე მიწის სურნელით...

მარჯნისფერ თმაში სიბრძნის ყვავილებს,

გვირგვინად უწნის გრძნეული კირკე,

 ლაჟვარდა პერანგს იცვამს,

 მოღრუბლულ ხალათს,

ხუჭავს თვალებს, ვარსკვლავებს აქრობს 

და მიჰყვება ჰელიოსის ეტლს...

ასე, კვარცისფერდება დილა...

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი