არაქნე


არაქნე ქსოვდა , 
დაზამთრდა
ირგვლივ ციოდა
და საქალბატონე
ფარჩები
თოვდა...

არაქნე ქსოვდა, 
ტვინის ხვეულებში 
გართული ფიქრები 
სიყვარულს სთხოვდა ....

არაქნე ქსოვდა , 
მეექვსე თვალით
დასთამაშებდა დაზგას 
გარდაცვილ 
ხეებს თოვლის
საუფლო სუდარა 
გადაფარვოდათ...

არაქნეც ქსოვდა ...

გამომთვრალი სატირები 

ლოცავდნენ ნიმფებს ,

არაქნე კი ქსოვდა 

და არ კარგავდა იმედს ....

გაზაფხულდება ისევ და არაქნე 
თავს შეაფარებს საკუთარ ბუდეს...
არაქნე ქსოვდა 
და ირგვლივ ბირთვულად თოვდა ...

თოვდა არ ჩანდა ბოლო 
არ ჩანდა კვალი 
არაქნე ქსოვდა 
რომ მოეხადა ბუნების ვალი ...

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი