პოეზია ჩვენი არსებისა (პოეტის ლოცვა )
ეპიგრაფი: ,,მიწიდან დაწყებული, ქვაბულით დასრულებული ყველგან ხატწერდა ადამიანი, საკვირველი, სახეცვლილი,მაგრამ მართალი..." პოეზია ჩვენი არსებისა სხვადასხვა ხმა გვაქვს, პაპირუსზე და კვირბებზე წერდნენ, ახლა ციფრულ ეკრანზე წერს პოეტი ლექსებს, ამ მიკრო და მაკრო სივრცისა, ამ და იმ ცისა, უღრუბლოსი და გალაქტიკა მოკიაფე ვაშლებისა - იდუნისა, ცოცხლებისა და ლეშმკვდრისა, ხელახლა აყვავილებულისა და დაბადებულისა, გვაქვს ესე პოეზია ჩვენი არსებისა, თევზის ქერცლზე დაწერილი და გაპობილი ჩამოსული წვიმად და სანთლის პატარა მზე რა- ჰესიოსის ცხოვრებისა, ლელეოსი, სოლ და მანისა, ორი ოქროს ფრთოსანცხენისა, პოეზია ჩვენი არსებისა. ერატოსისა და მისი ლირიკისა. რამდენი გადაარჩინა, რანდენი ყულფიდან ჩამოხსნა, ლირიკით მკვდრები გამოიგლოვა, ლოცვა არ იცოდა და ისწავლა. თვალუხილველი ენად აქცია, მიტოვებულს უპოვა თავი მისი, ბუნების სიყვარულითა - პოეზია ჩვენი არსებისა ... პოეტისა, ჯვარცმისა და აღდგომისა, პოეზია ჩვენი არსებისა... უზენაესმა არქპოეტმა, გასტეხა ხორცი თითებით მსგავსად მისი ხორცისა, და ორი ვითარცა თვალი კალმახისა ზედ დაეწერა პოეზია ჩვენი არსებისა, აყვავილდა ყველაფერი კლდის პირზე ქვაღორღზე აღმოცენდნენ ლობელიები თვალის უპეებს დაეტყოთ ცრემლთა პლეადა, ყვავილებით მეტყველებდა სამყარო... პოეზია იყო მებადური ხალხისა, ქერცლგაცლილ ტყავზე პოეზია ღვიოდა... ბეტონის კედლებისა, გადარჩენისა ლაზარეს აღდგენისა და უსიტყვოდ მისალმებისა... ციფრული მელანი ყორნის ფრთისა, პოეზია ჩვენი არსებისა, პოეზია ჩვენი არსისა, პოეზია ჩვენი არსობისა მოგვეცა ჩვენ... ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი