წითელი კავშირი


წითელი კავშირი 

მხოლოდ კედლების ნანგრევები გვამცნობს დასასრულს,
არადა, გონებაში ჩაბეჭდილი ცნობიერება საუკუნეებს ითვლის,
რამდენი წელი დასჭირდება კიდევ, ყელიდან წითელი ხელსახვევის მოხსნას,
ფატალურად დახრჩობას,
რომ  გვიქადის...
ვინ იცის,ეს წითელი ლენტი მახრჩობელა გველივით როგორ უჭერდა და გვიჭერს დღემდე!
როგორ მეზიზღება,
თითბრის საათი გაბზარულ კედლებზე და ,,мишка на севере " საწოლის თავზე,
ემალის ქვაბზე დახატული პეპლები და ყვავილები,
მასში შიშით ამორეცხილი ტვინი,რომ იხარშება...
თავიც მეზიზღება, ერთი წვეთი მათი სისხლი რომ მირევია,
მძულს სამყარო,სადაც ომია და პატარა ბატკნებს დედის ძუძუს წყვეტენ, თავებს აცლიან და ტყავს აძრობენ,
მერე უნიჭოდ თამაშობენ თითქოს ბურთია და ასე იძღობენ კუჭებს მათი კანიდან გამოწურული სისხლით...
ფულის სანაცვლოდ სული რომ ულპებათ,
მიწაში წვანან,ისინი,ვინც მიწა მოინდომა,
იმ ნაწამებ გვამებთან ერთად
ერთადერთი თანასწორობა მიწაზე სიკვდილია...
კედლებსაც ყურები აქვთ,
ყელზე უხილავ წითელ ლენტწაჭერილებს
კედლების თვალებიც დაებზარათ,
ამდენი თვალთვალით.
ნუ წაიკითხავთ ამ სინამდვილეს...
ნურც მაპატიებთ,
არ შემიძლია ამ ეპოქაში პოეტური ვიყო...
თქვენ თუ დაბრმავდით,
ხომ კარგად ხვდებით ეს წითელი ლენტი, მახრჩობელა გველივით გახვევიათ ყელზე, 
თუ აზროვნების უნარი დაკარგეთ, 
ესე იგი აღარც არსებობთ კი არა, 
არც არასოდეს გიარსებიათ...

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი