ჩემი მეგობარი ჩიტია


* * *
ჩემი მეგობარი ჩიტია,
მას ჟოლოს თვალები,
ტოპაზის პირი აქვს....
ავდარში ეცრემლება,
ტოპაზის ქვას ანათებს...
ჩემი მეგობარი ჩიტია,
მას მტევნები არ აქვს, 
მხოლოდ ფრთები 
აცვია მკლავებზე...
ჩემი მეგობარი ჩიტია,
მას ტყის მარწყვივით,
პატარა გული აქვს,
უჩემობა ამ გულით დააქვს...

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
თემურ თავაძეფილოსოფიის მაგისტრანტი1 თვის წინ

რა უბრალოებაა და გენიალური🥰

ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" 1 თვის წინ

დიდი მადლობა

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი