აბსურდის აბსურდი - ,,კვერცხი"


* * * 
შავ-თეთრი თოვლივით 
მოდის ცხოვრება, 
ქვითრებად მოთოვს,
გაუცხოებით და სიმარტოვეთი
დაითოვება....
მაცივრის თავზე აწყვია ქვითრები,
მაგრამ მაცივრის შიგნით მხოლოდ ერთი ცალი თეთრი კვერცხი დევს,სადაცაა გამოიჩეკება...
ისეთი მრგვალია ეს თეთრი კვერცხი
და მე უეცრად მომაგონდა,
ეს შეკვრა კვერცხის არ ღირდა ძვირი.
ვიღებ ძველ ქვითარს ჯინსის ჯიბიდან 
და ვითვლი რა დაჯდა ეს ერთი კვერცხი...
ალბათ თეთრები...
არადა,საჭმელი გაძვირდა,
სამაგიეროდ,  ,,ბაბილონის ბიბლიოთეკას" არავინ კითხულობს,
მხოლოდ ქვითრებზე დატანებული ციფრები იკითხება დღეს...

ჟანა ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

2 კომენტარი
თემურ თავაძეფილოსოფიის მაგისტრანტი2 კვირის წინ

შესანიშნავია 🥰

ჟანა ანანიძე ,,ამ ცხოვრებაში ზღვა ვარ,შემდეგში ყვავილი ვიქნები" 2 კვირის წინ

დიდი მადლობა 😇

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი