სახეები


როცა სახეები გონებაში 
ამოტივტივდება, 
პირველს, რასაც ვაკეთებ 
იმ სახეებიდან გშლი,
რომ არ შემომეხატო,
ასე მთხოვე და მეც ვასრულებ,
მეტს ვერაფერს ვაკეთებ
ვაპრიალებ ისე, 
როგორც დიდი ბაბუა 
დათესვამდე სიმინდის ყანას,
ვხატავ სახეებს ვაცმევ პერანგებს,
შენ კი იქედან გშლი
გულში გმალავ, რომ არ დამთავრდე...


ჟ. ანანიძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი