შენ ხარ - თვითობა
შენ ხარ - თვითობა სახისმეტყველებას შენსას სული აცვია - შენივე ხელებით შეკერილი, სევდისგან ცრემლებს ღვრი, ისეთ ძვირფასებს, ისეთს რომ... მზის სინათლეზე ბრწყინავს, როგორც სპეკალი... თავად ხარ მზის ანარეკლი, თავად ხარ ზღვა... მთელი სამყარო ეტევა შენს თვალებში... რადგან შენ ხარ - თვითობა! თუმც სულს ვერ იტევს შენი სხეული - იღვრება, როგორც ამბროსია და ნექტარი... მსურს დავეწაფო... მსურს ... გისახსოვრო იდუნას ვაშლები... ფერებად, ჩემივე თმების... ჟანა ანანიძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი